ტაკეფუსასთან დაკავშირებით „რეალში“ აზრთა სხვადასხვაობაა

ტაკეფუსა კუბო სეზონის ბოლოს „სოსიედადის“ რიგებს დატოვებს. იაპონელ ფეხბურთელს მსურველების რიგი უდგას, მადრიდის „რეალის“ კი სატრანსფერო თანხის 50%-ის მიღება შეუძლია, მაგრამ ესპანეთის დედაქალაქში მასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა...

„ბლანკოსის“ გენერალური დირექტორი მიიჩნევს, რომ ტაკეფუსა კიდევ უფრო მოუმატებს და მისი გაშვება სწორი გადაწყვეტილება არ იქნება, თუმცა მბაპესა და ენდრიკის მოსვლის შემდეგ „რეალის“ წინა ხაზი გადაივსება.

არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, „ბლანკოსი“ არჩევანს ტაკეფუსასა და ბრაჰიმ დიასს შორის გააკეთებს, თუმცა ფაქტია, ამ უკანასკნელმა „მერენგების“ რიგებში დაამტკიცა, რომ გუნდში ადგილს იმსახურებს.

თუ ტაკეს „ლივერპული“ იყიდის, მოთამაშის საფასურის 50%-ს „რეალი“ მიიღებს, მაგრამ შემდეგ ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებებზე არანაირი წვდომა აღარ ექნება.

მადრიდში ტაკეფუსაზე სერიოზულ მსჯელობას აპირებენ, რის შემდეგაც საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

  • Hala
  • 22 თებერვალი 2024
  • 721
  • 2

1

22 თებერვალი 2024 13:07

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 302
ბრაჰიმზე სრულყოფილი ნაღდად არის ეს, პროსტა ამას დასამტკიცებელი აქვს რომ მაღალ დონეზე შეუძლია თამაში, სოსიედადი არ არის საზომი და ბრაჰიმმა მილანშიც და რეალშიც დაამტკიცა ეგ

2

22 თებერვალი 2024 16:18

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 107
ამის ადგილს მართლა ვეღარ ვხედავ, ენდრიკი,გიულერი,ბრაჰიმი,სებალიოსი გვყავს და მაგათ არააქვთ დრო საკმარისი და + კუბოც?

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)