პედრეროლი:„მბაპე საიმიჯო უფლებების 80%-ს მიიღებს“
ხოსეპ პედრეროლის თქმით, კილიან მბაპეს საიმიჯო უფლებების 80%-ს მიიღებს.
„„რეალს“ სურდა, რომ მბაპეს საიმიჯო უფლებების 35% ჰქონოდა, მაგრამ საბოლოო შეთანხმების მიხედვით, კილიანი 80%-ს მიიღებს, ხოლო სამეფო კლუბი 20%-ს. მსგავსი გარიგება არსებობდა კრიშტიანოსა და სამეფო კლუბს შორის.“
„მბაპეს მადრიდული ხელფასი კოლოსალური აღარ იქნება, სწორედ ამიტომ ფეხბურთელის შემოსავლები მოქმედმა და მომავალმა საპარტნიორო კონტრაქტებმა უნდა გაზარდოს.“
„მრავალეტაპიანი მოლაპარაკებები საიმიჯო უფლებებთან დაკავშირებით ფაქტობრივად დასრულებულია და მხარეებს ყველა ინფორმაცია შეჯერებული აქვთ.“
- 20 თებერვალი 2024
- 939
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.