„რეალი“ ტონი კროოსის და მოდრიჩის ერთად წასვლას არ დაუშვებს
თუ ტონი კროოსი სეზონის ბოლოს განაცხადებს, რომ საფეხბურთო კარიერას ასრულებს, მადრიდის „რეალი“ ლუკა მოდრიჩის შესანარჩუნებლად ყველაფერს იღონებს.
ახლა ყველაფერი იქეთ მიდის, რომ ტონი გაახანგრძლივებს, ხოლო ხორვატი ლეგენდა გუნდს დატოვებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ გერმანელ ფეხბურთელს მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია.
„რეალი“ მოლოდინის რეჟიმშია და პატივს სცემს ნახევარმცველის ნებისმიერ გადაწყვეტილებას, მაგრამ თუ კროოსი წავა, პერესი მოდრიჩს არცერთ შემთხვევაში არ შეელევა.
მადრიდში მიიჩნევენ, რომ ერთ ზაფხულს ორი ლეგენდარული ნახევარმცველის დაკარგვა დაუშვებელია.
- 20 თებერვალი 2024
- 620
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.