„ლივერპულს“ ტაკეფუსა სურს, თანხის 50% კი „რეალის“ არის
ბრიტანული გამოცემების ცნობით, „ლივერპული“ ტაკეფუსა კუბოს დამატებით ინტერესდება, ხოლო „რეალი“ განვითარებულ მოვლენებს ინტერესით აკვირდება.
როგორც ჩანს, ფლორენტინო პერესი ფეხბურთელის დაბრუნებაზე აღარ ფიქრობს, რადგან მბაპესთან შეთანხმებას მიაღწია და შეტევის ხაზი მნიშვნელოვნად გააძლიერა, თუმცა პრეზიდენტს რა თქმა უნდა აინტერესებს, როგორ განვითარდება იაპონელის მომავალი.
იმ შემთხვევაში, თუ „ლივერპული“ ტაკეფუსაში 60 მილიონ ევროს გადაიხდის, სამეფო კლუბი 30 მილიონს მიიღებს, რადგან წინახაზელის სატრანსფერო უფლებების 50%-ს ფლობს.
თავად ფებხურთელს პრემიერლიგაში გადასვლის პერსპექტივა რა თქმა უნდა, ხიბლავს, თუმცა მადრიდის „რეალსაც“ ელოდება, რადგან მისი ოცნება ბერნაბეუზე თამაშია.
ტაკესთან დაკავშირებით ყველაფერი ზაფხულში უნდა გაირკვეს.
- 20 თებერვალი 2024
- 605
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.