მბაპე 10 ნომერს მოირგებს, რადგან ლუკიტა მიდის
მადრიდის „რეალი“ კილიან მბაპეს 10 ნომრიან მაისურს შესთავაზებს, რადგან ლუკა მოდრიჩის გუნდიდან წასვლა გადაწყვეტილია...
სამეფო კლუბი ამ ნომერს არცერთ შემთხვევაში არ შეეხებოდა, ვინაიდან მას გუნდის ლეგენდარული ფეხბურთელი ატარებს, თუმცა ლუკას სათადარიგო სკამზე ჯდომა არ სურს, ამიტომ წასვლა ამჯობინა.
„მარკას“ ინფორმაციით, მოდრიჩსა და „რეალს“ შორის ახალ კონტრაქტზე საუბარი აღარ მიმდინარეობს და ხორვატი შემოთავაზებების განსახილველადაც არის მზად.
მოდრიჩი თვლის, რომ დიდ ფეხბურთში მინიმუმ 2 წლის განმავლობაში უნდა დარჩეს.
რაც შეეხება მბაპეს, „რეალში“ 9 ნომერი თავისუფალია, თუმცა მას ეს ციფრი არ ხიბლავს, „10“-იანი კი სრულიად მისაღებია.
„მერენგებში“ კილიანის ნომერი რაც შეიძლება მალე უნდა გადაწყდეს, ვინაიდან გაზაფხულზე „ადიდასი“ ძალიან დიდი რაოდენობის მაისურების დამზადებას გეგმავს.
- 19 თებერვალი 2024
- 1 523
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.