„რეალთან“ კონტრაქტი ხელმოწერილია - მბაპეს ახალი ხელფასი ცნობილი გახდა!
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალსა“ და კილიან მბაპეს შორის კონტრაქტზე შეთანხმება მოხდა და ხელმოწერაც არსებობს, რომელიც ძალაში 2024 წლის პირველი ივლისიდან შევა..
აღსანიშნავია, რომ ფრანგის ხელფასი მნიშვნელოვნად მცირდება, თუმცა კონტრაქტის დასრულებამდე საკმაოდ მზარდი იქნება.
პირველ და მეორე სეზონში კილიანის ხელფასი 20 მილიონი ევრო იქნება, თუმცა ამას დაემატება ბონუსები ლა ლიგის ჩემპიონობის, ლა ლიგის ბომბარდირობის, ასევე ჩემპიონთა ლიგის ჩემპიონობისა და ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირობის შემთხვევაში, მაქსიმალური თანხა კი 26.5 მილიონამდე მიაღწევდა.
გარდა ამისა, 2026/27 წლების სტარტზე კილიანის ხელფასი 5 მილიონით გაიზრდება, ხოლო საბონუსე სისტემა კვლავ გათვალისწინებული იქნება და ჯამურად ფეხბურთელს 31 მილიონზე მეტის გამომუშავება მოუწევს.
რაც შეეხება სატრანსფერო ბონუსს, ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთი გამოცემა წერს, თუმცა ინფორმაციები ურთიერთგამომრიცხავია. ზოგიერთი გამოცემის ცნობით სატრანსფერო ბონუსი 105 მილიონია, თუმცა ამ მოსაზრებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ხოსეპ პედრეროლი და სხვა ანალიტიკოსები, რომლებიც იუწყებიან, რომ სატრანსფერო ბონუსის სახით დაახლოებით 50 მილიონია განსაზღვრული.
„მარკას“ ინფორმაციით, პირველი კონტრაქტი 5 წლიანი იქნება და 2029 წლის 30 ივნისს ამოეწურება ვადა.
- 19 თებერვალი 2024
- 5 639
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.