პერესი:„„რეალში“ მე-60 ტიტული მოვიგე“
ფლორენტინო პერესმა მადრიდის „რეალის“ საკალათბურთო გუნდის მორიგი წარმატების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ყველაფერი დიდი ძალისხმევის და სწორად დაგეგმილი პოლიტიკის შედეგია...
„მადრიდის „რეალში“, როგორც საფეხბურთო, ასევე საკალათბურთო დონეზე მე-60 ტიტული მოვიგე. ეს იმას ნიშნავს, რომ ვბერდები და წლები გადის, თუმცა ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ. შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი. დიახ, კალათბურთელებს საოცარი მატჩები აქვთ, ეს არის სწორად დაგეგმილი პოლიტიკისა და თანმიმდევრულობის შედეგი.“
„ჩვენ გვაქვს გამარჯვებულის „დნმ“ და ყოველთვის ვხვდებით, რას ნიშნავს იცავდე მადრიდის „რეალის“ ღირსებას.“
„ჩვენმა ბიჭებმა Copa Del Rey-ზე 29-ე გამარჯვება დააფიქსირეს, ეს მართლაც საოცნებო შედეგია.“
„დღეს ყველა მადრიდისტა ბედნიერია, მე კი პირობას გაძლევთ, რომ როგორც ფეხბურთის, ასევე კალათბურთის გუნდების მიმართულებით კიდევ ბევრ წარმატებულ პროექტს განვახორციელებ.“
- 19 თებერვალი 2024
- 663
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.