ხოსელუ:"მოურინიოს თუ დავჭირდი, მზად ვიქნები"
"AS"-ჟურნალისტებმა კასტილიის ერთ-ერთ უნიჭიერეს ფორვარდ ხოსელუსთან ისაუბრეს, რომელსაც მორატასთან ერთად პირველ გუნდში მოხვედრის ყველაზე დიდი შანსები აქვს.
იგუაინის და ბენზემას პრობლემების შემთხვევაში მოურინიოს კანტერის ფორვარდის გადმოყვანა მოუწევს. მთავარი კანტიდატები შენ და მორატა ხართ.მზად ხარ კარიერაში ასეთი მოვლენების განვითარსებისთვის ?
ჩვენ მზად ვიქნები, როდესაც მოურინიოს დავჭირდებით.
მან ისაუბრა შენთან?
კი, მოურინიო გვესაუბრება. იგი მხარს გვიჭეს და რაც მთავარია, გვამშვიდებს, რადგან ჩვენ ზოგჯერ ვნერვიულობთ. თავიდან მას არ უთქვამს რომ ჩვენ გვაქვს შანსი პირველ გუნდში თამაშის, მაგრამ მან გააკეთა მთავარი- დაგვეხმარა და თავდაჯერება მოგვიტანა, ახლა კი ესაა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.
მოურინიომ გუნდთან ერთად წინასასეზონო მომზადებაზე ლოს-ანჟელესში არ წაგიყვანა, მაგრამ როგორც ჩანს ახლა სურს შენი ხილვა საქმეში.
დიახ, მე თავიდანვე დავიწყე პირველ გუნდთან ერთად, მაგრამ მწვრთნელმა არ ისურვა ჩემი ამერიკაში წაყვანა. ცოტა იმედგაცრუებული ვიყავი. მაგრამ მომავალ კვირას, "ჰერკულესთან" მატჩში მან მომცა შანსი და ახლა უბედნიერესი ვარ.
მატჩი ალიკანტეში შენთვის სადებიუტო აღმოჩნდა "რეალის" ფორმით. გაგვამცნე შენი გრძნობები!
ძალიან კომფორტულად ვგრძობდი თავს. მე მხოლოდ ათი წუთი ვითამაშე და ბურთს ბევრჯერ არ შევხებივარ, მაგრამ მთავარი იყო საკუთარი თავის შეგრძნება მოედანზე. უკვე ისიც საამაყოა რომ მე შემიძლია ვთქვა, პირველ გუნდში დებიუტი მქონდათქო, თუნდაც მეგობრულ შეხვედრაში. ეს ყოველივე ძალიან მახარებს.
მზად ხარ შემდგომშიც ითამაშო ასეთი ზეწოლის ქვეშ?
ბედნიერი ვიქნები თუ კიდე ვითამაშებ, მითუმეტეს "სანტიაგო ბერნაბეუზე". მე ჩემს შანსს ვეძებ პირველ გუნდში მოხვედრისთვის. როგორც კი მომეცემა ასეთი შესაძლებლობა, მე მზად ვიქნები და იმედებს არ გავუცრუებ მწვრთნელს. ახლა ეს ჩემი მთავარი მიზანია "მადრიდში" ყოფნისას.
ინფორმაციის წყარო: As.Com
- 4 სექტემბერი 2010
- 1 272
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.