ხოსელუმ როდრიგოს გაასწრო

მადრიდის „რეალის“ საუკეთესო ბომბარდირების სამეული ასე გამოიყურება - ბელინგემი (20 გოლი), ხოსელუ (14 გოლი), როდრიგო (13 გოლი). ფაქტია, რომ ესპანელმა ფეხბურთელმა ბრაზილიელს გაასწრო, მათი სათამაშო დრო კი მნიშვნელოვნად განსხვავდება...

ხოსელუმ მონაწილეობა ყველა ტურნირზე 35 მატჩში მიიღო, მაგრამ მის ანგარიშზე მხოლოდ 1562 წუთია, რაც იმას ნიშნავს, რომ მეტწილად შეცვლებზე გამოდის, თუმცა მაინც ახერხებს გოლების გატანას.

მატომ გაიტანა ესპანეთის სუპერთასზე, სამეფო თასზე, ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე.

ამის პარარელურად უნდა აღინიშნოს, რომ როდრიგო გოეში მატჩების რაოდენობით ესპანელს მხოლოდ 1-ით აღემატება და 36 დაპირისპირებას მოითვლის, თუმცა მის აქტივში უკვე 2572 წუტია. გოეშს ხოსელუზე 1010 წუთით მეტი აქვს ნათამაშები, თუმცა ერთით ნაკლები გოლი გატანილი.

„მარკა“ ამ სტატისტიკას კიდევ ერთხელ იშველიებს იმისთვის, რომ საკუთარი მოსაზრება არგუმენტებით გაამყაროს - ფლორენტინომ ხოსელუ „ესპანიოლიდან“ უნდა გამოისყიდოს, თანაც იმ ფონზე, რომ ფეხბურთელის ფასი მხოლოდ 1.5 მილიონია.

მიმდინარე სეზონში მატო მეტოქის კარის აღებას საშუალო სტატისტიკის მიხედვით, 111 წუთში ერთხელ ახერხებს.

  • Hala
  • 19 თებერვალი 2024
  • 456
  • 1

1

19 თებერვალი 2024 12:07

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 302
ზამენისთვის არის მშვენიერი რა. როტაციისთვისაც კარგია. გოლის გატანა იცის და პასსაც აკეთებს . 1,5 მილიონს ზოგს კვირაში ხელფასს უხდიან გუნდები და ამის გამოსყიდვა რა პრობლემაა. მისცენ დამატებით 1 წლიანი კონტრაქტი და შეხედონ. კაცი 50-ე თამაშს უახლოვდება, პატარა შედეგი ხო არ არის

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)