ვალვერდე:„უპირატესობა პირველივე ტაიმში უნდა გაგვეზარდა“
ფედერიკო ვალვერდემ „რაიო ვალეკანოსთან“ ჩატარებული დაპირისპირება მიმოიხილა...
„პირველივე წუთებში დავწინაურდით, თუმცა შემდეგ გავჩერდით. ვფიქრობ, მეორე გოლი უნდა გაგვეტანა და ეს გადამწყვეტი იქნებოდა.“
„მატჩი ძალიან კარგ ტემპში მიმდინარეობდა, თუმცა მასპინძლები დაცვას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდნენ.“
„პენალტი? მომენტი არ მინახავს, შესაბამისად, ვერაფერს ვიტყვი.“
„კარვახალის წითელი ბარათი დასანანია, მაგრამ მსგავსი რამ ნებისმიერ ფეხბურთელს შესაძლოა დაემართოს.“
„გაჩერება არ შეიძლება, ჩვენ ლიდერები ვართ და სატურნირო მდგომარეობა მომდევნო ტურებში კიდევ უფრო უნდა განვიმტკიცოთ.“
- 18 თებერვალი 2024
- 518
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.