კვირის ბოლო ვარჯიში
დღეს მადრიდისტებმა კვირის ბოლო ვარჯიში გამართეს. ფეხბურთელები დარიგებებს ჟოზე მოურინიოსგან და ალეხანდრო მენენდესისგან იღებდნენ. გუნდს 12 ფეხბურთელი აკლდა, რომლებიც ეროვნულ ნაკრებებში არიან წასულები. აღსანიშნავია ისიც, რომ გუნდის მეორე მეკარე ერჟი დუდეკი ვარჯიშს ვერ დაესწრო, რადგან იგი ლივერპულიც მცველის, ჯეიმი კარაგერის ქორწილში იყო მიწვეული. ასევე ვერ ტრავმის გამო ვერ ივარჯიშა ბრაზილიელმა მარსელომ.
დღევანდელ ვარჯიშში პირველი გუნდის მხოლოდ ხუთმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა (პედრო ლეონმა, პეპემ, გრანერომ, მატეოსმა და ადანმა). როგორც წინა ვარჯიშებში, ასევე დღეს, ძირითადად ყურადღება ექცეოდა ბურთის კონტროლსა და ზუსტ გადაცემებს.
ამის შემდეგ ფეხბურთელები მწვრთნელისგან პერსონალურ დავალებებს ისმენდნენ. მეკარეები კი ცალკე ინდივიდუალურ ვარჯიშებს ასრულებდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ 12 ფეხბურთელი თავიანთ ეროვნულ ნაკრებში იყო განაწილებული, მოურინიოს მოუხდა კასტილიელი ფეხბურთელების დამატება.
მადრიდის "რეალი" ხვალ ვარჯიშებისგან შეისვენებს, ორშაბათს კი მადრიდისტები ესევ საქმეს შეუდგებიან.
- 4 სექტემბერი 2010
- 1 869
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.