Relevo - მოდრიჩი მეორეხარისხოვანი ფეხბურთელის როლს არ მოირგებს
Relevo-ს ინფორმაციით, ლუკა მოდრიჩს სურს, რომ მადრიდული კარიერა მაღალ დონეზე დაასრულოს. ხორვატმა ფეხბურთელმა არაერთხელ უთხრა სამეფო კლუბის ხელმძღვანელობას საკუთარი ხედვის შესახებ.
2023 წელს ნახევარმცველმა „ბლანკოსთან“ კონტრაქტი მხოლოდ იმიტომ გაახანგრძლივა, რომ ანჩელოტის გეგმების შესახებ იცოდა, თუმცა ამ სეზონში ის სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად არ ითვლება, მეორე ტაიმში კი არც ისე ბევრ დროს იღებს.
ლუკიტა თვლის, რომ ეს მეორეხარისხოვანი ფეხბურთელის სტატუსია, სწორედ ამიტომ, თუ ვითარება არ შეიცვლება, სეზონის ბოლოს ნახევარმცველისა და „ბლანკოსის“ გზები გაიყრება.
გაუგებრობა არ არსებობს, უბრალოდ, ლუკას სურს, რომ მაშინ წავიდეს, როდესაც უმაღლეს დონეზე იქნება და არა მაშინ, როცა სათამაშო წუთებს მნიშვნელობადაკარგულ დაპირისპირებებში მისცემენ.
- 18 თებერვალი 2024
- 2 077
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.