მბაპეს შემდეგ ერლინგ ჰოლანდიც „რეალში“ - პერესი არ ჩერდება!
ესპანური გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესი გაჩერებას არ აპირებს და ერლინგ ჰოლანდის მადრიდის „რეალში“ გადაყვანა სურს...
მბაპეს შემდეგ ჰოლანდიც. სწორედ ეს არის ფლორენტინო პერესის მიზანი, რომელსაც პრეზიდენტი ეტაპობრივად განახორციელებს.
2024 წელს ნორვეგიელი ფორვარდის დამატება ძალიან რთული იქნება, მაგრამ „რეალის“ მმართველობა აცნობიერებს, რომ ამხელა მასშტაბის ტრანსფერზე მუშაობა გაცილებით ადრე უნდა დაიწყოს.
2024 წლის ზაფხულიდან სამეფო კლუბი მოლაპარაკებების პირველ რაუნდს დაიწყებს, 2025 წლისთვის კი ჰოლანდის დამატებისთვის ყველაფერს იღონებს.
პერესი მიიჩნევს, რომ მსოფლიოსმა ორმა მეგავარსკვლავმა სამეფო კლუბის ღირსება უნდა დაიცვას.
- 17 თებერვალი 2024
- 2 751
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.