მბაპეს პარარელურად „რეალი“ დეივისის ტრანსფერზეც სერიოზულად მუშაობს
როგორც ჩანს ეს კვირა მადრიდის „რეალში“ საკმაოდ აქტიური იყო. ფლორენტინი პერესმა კილიან მბაპეს ტრანსფერი ფაქტობრივად სრულყო, მაგრამ ამის გარდა სხვა მიმართულებებითაც იმუშავა...
ალფონსო დეივისმა მიუნხენის „ბაიერნს“ საბოლოო უარი უთხრა, რაც გახდა საფუძველი იმისა, რომ „რეალი“ გააქტიურებულიყო.
ესპანური გამოცემების ცნობით, მბაპეს შემდეგ „რეალი“ დეივისის ტრანსფერსაც დაასრულებს.
გამოდის, რომ 2024 წლის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ „რეალის“ 2 მეგავარსვკვლავი უკვე დამატებული ეყოლება.
არსებული ცნობით, სამეფო კლუბს კანადელი განაპირა მცველის ტრანსფერი 50-იდან 60 მილიონ ევრომდე დაუჯდება.
- 16 თებერვალი 2024
- 1 978
- 62