„პსჟ“ ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს
ფრანგული გამოცემების ცნობით, „პსჟ“ კილიან მბაპესთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს...
ეს განცხადება ნებისმიერ დროს შეიძლება გახდეს საჯარო. ნასერ ალ ჰელაიფის წარმომადგენლობა დაადასტურებს, რომ სეზონის ბოლოს მბაპესა და პარიზული გრანდის გზები იყრება.
„პსჟ“ ცვლის მიდგომებს და მაქსიმალურად აპირებს კოლექტიური პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას, ხოლო ინდივიდუალიზმს მინიმალურ დონემდე დაიყვანს.
პარიზული გრანდი ასევე აღნიშნავს, რომ მბაპეს კოლექტივში ყოლა გუნდს წლიურად 200 მილიონამდე უჯდებოდა, ახლა კი მიდგომები იცვლება.
- 15 თებერვალი 2024
- 1 154
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.