მოურინიო:„ჩემი და გვარდიოლას ეპოქა არანორმალური იყო“
ჟოზე მოურინიომ „რეალში“ გატარებული წლები გაიხსენა...
„ეს იყო არანორმალური ეპოქა, სადაც ერთმანეთს საუკეთესო კრიშტიანო რონალდუ და საუკეთესო მესი ხვდებოდნენ. საუკეთესო „ბარსელონა“ საუკეთესო „რეალს“ ეჯიბრებოდა, ერთ წელს „ბარსა“ ხდებოდა ჩემპიონი, მეორე წელს კი სამეფო კლუბი.“
„ის სილამაზე და ინტენსივობა არასდროს მავიწყდება, რადგან შეუდარებელი იყო.“
„„ელ კლასიკოს“ წინ მსოფლიო ჩერდებოდა, მატჩის დროს კი ყველას ყურადღება ამ დაპირისპირებაზე იყო მიპყრობილი.“
„ვერასდროს დავივიწყებ 3 სეზონს, რომელიც „მერენგების“ რიგებში გავატარე.“
- 15 თებერვალი 2024
- 830
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.