„რაიო ვალეკანოსთან“ მატჩისთვის მზადება დაიწყო
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა ლა ლიგის მომდევნო ტურისთვის მზადება დაიწყეს, რომელიც „რაიო ვალეკანოს“ წინააღმდეგ შედგება.
პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ კოლექტივმა ბრაჰიმ დიასთან ერთად ივარჯიშა, წინახაზელს ექიმებმა მწვანე მინდორზე გასვლის უფლება მისცეს.
სესიაზე დიდი ყურადღება დაეთმო ბურთის ფლობის კომპონენტს, ტაქტიკურ მონახაზებს, კარში დარტყმებს, პრესინგს და მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს.
ხვალ და ზეგ „ბლანკოსი“ დამატებით 2 ვარჯიშს გამართავს.
- 15 თებერვალი 2024
- 499
- 3