მენდიმ ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით შეთავაზება მიიღო
Relevo-ს და Marca-ს ინფორმაციით, მადრიდის „რეალმა“ კარლო ანჩელოტის სურვილი შეუსრულა და ფერლან მენდის ახალი კონტრაქტი შესთავაზა...
ახალი ხელშეკრულების მიხედვით, ფრანგი ფეხბურთელი „ბლანკოსში“ 2027 წლის 30 ივნისამდე დარჩება, მაგრამ არ იცვლება სახელფასო პირობები, რაც ფერლანს ძალიან არ მოსწონს.
მენდი ხელფასის გაზრდას ჯერ კიდევ 2 წლის წინ ითხოვდა, მაგრამ ამაოდ.
ახლა სენეგალური ფესვების მქონე ფრანგს სერიოზული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, მას მსოფლიოს საუკეთესო კლუბში დარჩენის შანსი ეძლევა, მაგრამ კვლავ ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელის სტატუსი უნდა ატაროს, რაც მის გეგმებში არ შედის.
- 15 თებერვალი 2024
- 782
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.