დირექტორთა საბჭო ხოსელუს მხარს უჭერს
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალი“ ხოსელუს იმ შემთხვევაშიც გამოისყიდის, თუ კილიან მბაპე მადრიდისტა გახდება.
სულ 1.5 მილიონი ევროა საჭირო იმისთვის, რომ კასტილიელი ფეხბურთელი „ბლანკოსის“ საკუთრება გახდეს და „ესპანიოლის“ იჯარა დაიხუროს. მოთამაშის ანგარიშზე ამ სეზონში უკვე 14 გატანილი გოლია.
მადრიდში მიიჩნევენ, რომ მბაპეს ტრანსფერის შემთხვევაში მატოს სათამაშო დრო კიდევ უფრო შემცირდება, მაგრამ ის პრეტენზიებს არ გამოთქვამს და როცა მოედანზე გავა, შანსის გამოყენებას ეცდება.
მბაპეს ემატება ენდრიკ ფელიპეც, რომელმაც ზაფხულიდან მადრიდში უნდა დაიწყოს ვარჯიში, თუმცა დირექტორთა საბჭოში ხოსელუს დაბრკოლებად არ განიხილავენ და მიიჩნევენ, რომ ფეხბურთელმა ახალი კონტრაქტი დაიმსახურა.
- 15 თებერვალი 2024
- 784
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.