As - მოდრიჩსა და ანჩელოტის შორის გაუგებრობა ღრმავდება
AS-ის ინფორმაციით, ლუკა მოდრიჩი სათამაშო წუთებით ძალიან უკმაყოფილოა და კარლო ანჩელოტის ახსნა-განმარტებას თხოვს.
ლუკიტამ „ლაიფციგთან“ საერთოდ არ ითამაშა, ძალიან მიზერული დრო მიიღო „ატლეტიკოსთან“ და „ჟირონასთან“ დაპირისპირებებშიც.
უნდა აღინიშნოს, რომ საერთო სტატისტიკის მიხედვით, მას ყველაზე ცუდი სეზონი აქვს, შარშანდელ სეზონთან შედარებით კი 26%-ით ნაკლებს თამაშობს, რაც რა თქმა უნდა, თვალშისაცემი მონაცემია.
ლუკა მიიჩნევს, რომ როდესაც მოედანზე გადის, გუნდის დახმარებას ახერხებს, სათადარიგო სკამზე გადასვლა კი მის კონდიციაზე ძალიან ცუდად იმოქმედებს.
ხორვატი ფეხბურთელი ანჩელოტის თხოვს, აუხსნას, რითია უკმაყოფილო, ვინაიდან ლუკიტას მარგი ქმედების კოეფიციენტი მოედანზე ყოველთვის მაღალია.
- 15 თებერვალი 2024
- 1 035
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.