ახალი კონტრაქტი და მომატებული ხელფასი
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალი“ ანდრეი ლუნინს ახალ კონტრაქტს და მომატებულ ხელფასს სთავაზობს.
ფლორენტინო პერესი ყველაფერს იღონებს იმისათვის, რომ უკრაინელი კიპერი „ბლანკოსში“ დარჩეს, თუმცა ლუნინს რა თქმა უნდა, არ აკმაყოფილებს სათამაშო დრო, რომელსაც ტიბო კურტუას დაბრუნების შემდეგ მიიღებს.
ახლა დიდი მნიშვნელობა ექნება დაპირებას, რომელსაც კარლო ანჩელოტი გასცემს. იტალიელი სპეციალისტი აპირებს, რომ „ლა კოპა“ მთლიანად ანდრეის ჩააბაროს, გარდა ამისა, უკრაინელი ლა ლიგის მინიმუმ 8-9 დაპირისპირებაში მიიღებს მონაწილეობას და საჭიროების შემთხვევაში, ჩემპიონთა ლიგაზეც ჩაერთვება.
არავინ იცის, დააკმაყოფილებს თუ არა ლუნინს ეს წინადადება, ვინაიდან მას არაერთი გრანდის წინადადება უდევს მაგიდაზე განსახილველად.
- 15 თებერვალი 2024
- 1 127
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.