„რეალის“ ექს ფეხბურთელმა „ბარსელონას“ უარი უთხრა
ესპანური გამოცემების ცნობით, კატალონიის „ბარსელონას“ ოცნება „რეალის“ ექს ფეხბურთელთან დაკავშირებით დასრულებულია.
მარკო ასენსიომ ჟოან ლაპორტას უარი უთხრა. ექს მადრიდელს „ბარსელონაში“ თამაში არ სურს და მიიჩნევს, რომ ეს არ იქნება სწორი ნაბიჯი.
მარკოს სტარტი „პსჟ“-ში არც ისე ეფექტური გამოდგა, რამაც არაერთი ჭორი გააჩინა, თუმცა ფაქტია, რომ ბოლო დროს ასენსიოს მოედანზე ხშირად ჩანს და შესაძლებლობებსაც ამტკიცებს.
ამ სეზონში ესპანელის ანგარიშზე საფრანგეთის ლიგა 1-ში 9 მატჩი, 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა, ასევე საფრანგეთის თასზე 3 მატჩი, 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა, ჩემპიონთა ლიგაზე კი 3 მატჩი.
- 15 თებერვალი 2024
- 2 726
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.