ლუკა მოდრიჩის მომავალი გადაწყვეტილია!
არაერთი ესპანური გამოცემის ცნობით, ლუკა მოდრიჩის მომავალი გადაწყვეტილია...
ხორვაატი ფეხბურთელი 90%-ზე მეტი ალბათობით მადრიდულ გრანდს დაემშვიდობება. მეტიც, სამეფო კლუბი აპირებს, რომ მოდრიჩთან განშორების შესახებ განცხადება იქამდე გააკეთოს, სანამ სეზონი დასრულდება, რათა ლუკიტას ქომაგებმა შესაბამისი პატივი მიაგონ და საოცარი გამომშვიდობება მოუწყონ.
ლუკა უკმაყოფილოა იმით, რომ მოედანზე გასვლის საშუალება არ ეძლევა, ის 30%-ით ნაკლებს თამაშს, ვიდრე თუნდაც გასულ სეზონში, რაც აშკარა უკმაყოფილებას იწვევს.
მოდრიჩმა დაბლოკა საუდის არაბეთიდან მომდინარე წინადადებები, თუმცა ეჭვი არავის ეპარება, რომ თუ ნახევარმცველი „ბლანკოსს“ დატოვებს, მე როგორც საუდიდან, ასევე სხვა ქვეყნებიდან უამრავი წინადადება ექნება.
- 15 თებერვალი 2024
- 2 898
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.