ანჩელოტი:,,სრულყოფილი გუნდი მყავს"
კარლო ანჩელოტიმ „ლაიფციგთან“ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„თუ ჩემპიონთა ლიგის მოგება გვსურს, ყოველთვის კონკურეტუნარიანი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და სიმშვიდე შევინარჩუნოთ, ისე როგორც დღეს. კმაყოფილი ვარ გამარჯვებით და ველოდები განმეორებით დაპირისპირებას.“
„ჯუდ ბელინგემს დიდი მხარდაჭერა აქვს. ბრაჰიმმა გოლი მის სტილში აღნიშნა და კიდევ ერთხელ აჩვენა ერთიანობა, რომელიც გუნდში არსებობს.“
„„ლაიფციგს“ ძალიან ძლიერი შემტევი ჰყავს, ჩვენ კი დაცვაში პრობლემები გვქონდა, სწორედ ამიტომ ვიცოდი, რომ მათი შეტევები მწვავე ხასიათს მიიღებდა, თუმცა ლუნინი შესანიშნავი კიპერია, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა საკუთარი კლასი.“
„ის, რომ გოლი არ გაგვიშვია, ძალიან დიდი შრომის შედეგია, სწორედ ამიტომ ყველა ფეხბურთელს მადლობას ვუხდი.“
„„ლაიფციგს“ ყოველთვის დიდი ინტენსივობა აქვს, ჩვენ კი სულ ცოტა ხნის წინ „ჟირონასთან“ ურთულესი დაპირისპირება ჩავატარეთ. მივიჩნევ, რომ კარგი გამოცდა გავიარეთ, გუნდი ფიზიკური თვალსაზრისით მოწოდების სიმაღლეზე დგას.“
„ჩუამენი დაცვის ცენტრში მართლაც შესანიშნავად თამაშობს, მაგრამ ის ნახევარმცველია. ახლა ფორს-მაჟორული სიტუაციაა, თუმცა მისი გამოცდა ამ პოზიციაზე ჩვეულებრივ დროსაც შეიძლება.“
„გაუქმებული გოლი? ამაზე საუბარიც კი ზედმეტია. შეგიძლიათ მსაჯებს კითხოთ, თუმცა ის გოლი არ უნდა ჩათვლილიყო. ნებისმიერი პროფესიონალი ამას გიპასუხებთ.“
„გატანილი გოლის შემდეგ ბრაჰიმ დიასს ვუთხარი, რომ მისი მჯერა, „მილანიდან“ ჩამოსვლის შემდეგ ის კიდევ უფრო განვითარდა და იტალიური გამოცდილება ესპანეთში გამოიყენე. მიხარია, რომ წინახაზელს ამხელა პროგრესი აქვს.“
- 14 თებერვალი 2024
- 1 557
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.