ბრაჰიმ დიასი:,,გატანილი გოლი ჯუდს ეძღვნება"
ბრაჰიმ დიასმა „ლაიფციგთან“ დაპირისპირების შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„მიხარია, რომ გოლის გატანა შევძელი, რომელიც გადამწყვეტი აღმოჩნდა და გუნდმა გასვლითი დაპირისპირება მოიგო. აღნიშვნა? დიახ, გოლი ბელინგემს მივუძღვენი და მის სტილში აღვნიშნე, რადგან საჯარო მხარდაჭერის გამოხატვა მსურდა. ინგლისელი ტრავმას მალე მოიშუშებს და დაგვეხმარება.“
„გარდა იმისა, რომ ჯუდს საოცარი ქარიზმა აქვს, განსაკუთრებული მეგობრული თვისებების ხასიათდება, მას ხშირად ვეხმარები ესპანური ენის სწავლაში.“
„მსურს, მოედანზე ვაჩვენო ჩემი შესაძლებლობები და წარმოვაჩინო ღირებულებები, რომელიც მაქვს. „რეალში“ თამაში ჩემი ოცნებაა, თითოეული მატჩი და გოლი დიდ სიამოვნებას მანიჭებს.“
„„ლაიფციგის“ დამარცხება სასიამოვნო იყო, მაგრამ ყველაფერი სანტიაგო ბერნაბეუზე გადაწყდება. მთავარია სიმშვიდე შევინარჩუნოთ და დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ.“
- 14 თებერვალი 2024
- 1 556
- 4