კროოსი საბოლოო პასუხს მაისში იტყვის
გერმანული გამოცემების ცნობით, ტონი კროოსი მადრიდის „რეალს“ საბოლოო პასუხს მაისის ბოლოს ეტყვის. ფლორენტინო პერესს სურდა, რომ ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით გერმანელის პასუხი მარტის ბოლომდე მიერო, მაგრამ ნახევარმცველმა მეტი დრო ითხოვა.
„ბლანკოსი“ პატივს სცემს ტონის ნებისმიერ გადაწყვეტილებას. ერთ დეტალზე შეთანხმება უკვე მიღწეულია, თუ კროოსი კარიერას არ დაასრულებს, ის სხვა კლუბში არ გადავა და „მერენგებთან“ ახალ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, რომელსაც ვადა 2025 წლის 30 ივნისს ამოეწურება.
თუ ახალ კონტრაქტზე შეთანხმება შედგება, უდიდესი ალბათობით ეს იქნება ბოლო ხელშეკრულება გერმანელსა და ფლორენტინოს შორის, ვინაიდან 2025 წლის შემდეგ მოთამაშე ფეხბურთში დარჩენას აღარ გეგმავს.
- 13 თებერვალი 2024
- 435
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.