რაული კვლავ ესპანეთის საუკეთესო ბომბარდირია
გუშინ ესპანეთის ნაკრები ლინხენშტეინს ესტუმრა. ფურია როხამ 0-4 იმარჯვა. გოლის გატანა დავიდ ვილამაც მოახერხა. ელ გუახეს მიზანია გახდეს ესპანეთის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. ამ მიზნის მისაღწევად ვილამ რაულ გონსალეს ბლანკოს უნდა გადაასწროს. გონსალეს ნაკრების მაისურით 44 გოლი აქვს გატანილი.
ბარსელონას ფორვარდს ნაკრებში 66 მატჩი აქვს ჩატარებული და 43 გოლი აქვს გატანილი. რაც შეხება რაულს ელ კაპიტანომ ფური როხას მაისური 102-ჯერ მოირგო და 44 გოლი გაიტანა. ლინხენშტეინის კარი ფერნანდო ტორესმაც დალაშქრა. ელ ნინიომ დუბლი გაიფორმა. ტორესს 81 შეხვედრაში 26 გოლი აქვს გატანილი.
- 4 სექტემბერი 2010
- 1 816
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.