270 მილიონი ვინისიუსის სანაცვლოდ - „რეალმა“ რეკორდული შეთავაზება მიიღო!
ბრიტანული გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალმა“ ვინისიუს ჟუნიორის სანაცვლოდ რეკორდული შეთავაზება მიიღო.
„ნიუქასლი“ მზად არის, სამხრეთ-ამერიკელი ფეხბურთელის სანაცვლოდ კოლოსალური თანხა გადაიხადოს და მოთამაშესთან 6 წლით ითანამშრომლოს, სადაც ვინის ხელფასიც დაახლოებით 25 მილიონ ევროს მიაღწევს, რაც გაცილებით აღემატება მის მადრიდულ სარგოს.
ინგლისელების ცნობით, „ნიუქასლი“ 2024 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ძალიან დიდი თანხის დახარჯვას გეგმავს, ვინაიდან აცნობიერებს, რომ პრემიერლიგაში კონკურენცია კიდევ უფრო იმატებს და მიზნები ტოპ ტრანსფერების გარეშე არ მიიღწევა.
„„რეალში“ ვინის გაშვებას რა თქმა უნდა გამორიცხავენ, თუმცა შეთავაზება იმდენად მიმზიდველია, რომ საბოლოო ჯამში მაინც არავინ იცის რა მოხდება.
შეგახსენებათ, ვინისიუსმა სამეფო კლუბთან სულ ცოტა ხნის წინ გაახანგრძლივა კონტრაქტი, რომელიც მოთამაშის „მერენგების“ რიგებში დარჩენას 2027 წლის 30 ივნისამდე ითვალისწინებს.
- 13 თებერვალი 2024
- 5 240
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.