ფინალური ვარჯიში „ლაიფციგის“ სტადიონზე
გუშინ საღამოს მადრიდის „რეალის“ ფეხბურთლებმა „ლაიფციგის“ სტადიონზე ფინალური ვარჯიში გამართეს.
კარლო ანჩელოტიმ სესიაზე ყურადღება დაუთმო მოკლე სივრცეში ზუსტ და კომბინაციურ თამაშს, ტაქტიკურ მონახაზებს, პრესინგს, სტანდარტულებს და კარში დარტყმებს.
დანაკლისი დიდია, თუმცა შემადგენლობა, რომელიც გერმანიაში გაემგზავრება საბრძოველად მზად არის.
გუნდთან ერთად იმყოფება რამდენიმე კასტილიელიც, რომელიც იტალიელი სპეციალისტის ყველა დავალებას სრულფასოვნად ასრულებს.
შეგახსენებთ, „ლაიფციგისა“ და „ბლანკოსის“ დაპირისპირება დღეს, 13 თებერვალს, 23:55 საათზე აიღებს სტარტს.
- 13 თებერვალი 2024
- 235
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.