კროოსი:„კარიერის დასრულების მომენტი ნამდვილად დადგება“
ტონი კროოსმა „ლაიფციგთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.
„საკმაოდ რთულ მატჩს ველით. ჩვენი ბოლო ვიზიტი აქ წაგებით დასრულდა, მაგრამ ახლა გამარჯვებაზე ვართ ორიენტირებულები.“
„ჩემი მომავალი? არ ვიცი, ჯერ ფიქრის პროცესში ვარ.“
„საიდუმლოება არ მაქვს. ვიცი, როგორ მოვუარო ჩემს სხეულს, ვინაიდან 3 დღეში ერთხელ თამაშისთვის უნდა ვიყო მზად. ამისთვის მთავარია პროფესიონალური მიდგომა.“
„ვფიქრობ, კარგ კონდიციაში ვარ, მაგრამ რთულია იმის თქმა, არის თუ არა ეს სეზონი ჩემთვის საუკეთესო.“
„გერმანიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე თამაში? არაფერი გადამიწყვეტია, როგორც გითხარით, ფიქრის პროცესში ვარ. ეს ყველაფერი ჩემს მომავალ გეგმებზე იქნება დამოკიდებული.“
„ლუკა მოდრიჩს დიდ პატივს ვცემ და მის რჩევებსაც ვითვალისწინებ. დიახ, ის ჩემზე უფროსია, მაგრამ ჩვენ განსხვავებული ადამიანები ვართ, განსხვავებული ხედვით და მომავლის სურვილით. თუ ის კიდევ თამაშობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეც 40 წლამდე უნდა ვიყო მოედანზე.“
„მიუნხენის „ბაიერნში“ დაბრუნება? რატომღაც ჩემს მომავალზე ბევრს მეკთხებით, მაგრამ „რეკორდმაისტერი“ ჩემთვის უკვე წარსული და კარგი ისტორიაა.“
„მსურს, რომ კარიერის დასასრულს უმაღლეს დონეზე ვიყო. არ მჭირდება რეგრესი და დასასრულის ფიქრი. ეს არ არის ჩემი სტილი. ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევ ჩემს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას და სწორედ ეს ყველაფერი განაპირობებს მომავლის გეგმების დასახვას.“
„1 წლის წინაც ვფიქრობდი კარიერის დასრულებაზე, თუმცა მივხვდი, რომ ეს ნაბიჯი არ უნდა გადამედგა.“
„„რეალის“ სეზონი ყოველთვის თებერვალში იწყება, ეს ყველამ კარგად იცის. დარწმუნებული ვარ, მთავარი მატჩები წინ გველის, რომელსაც საუკეთესო ფორმაში შევხვდებით.“
„ჩემპიონთა ლიგის ფავორიტების დასახელება ძალიან გამიჭირდება, თუმცა დანამდვილებით გეტყვით, რომ ჩვენ კარგი შანსი გვაქვს.“
„ის, რასაც ფეხბურთში მივაღწიე, ძალიან მნიშვნელოვანია და არასდროს დავივიწყებ. წარმატებული ფეხბურთელი ვარ და ამისთვის ყველას მადლობას ვუხდი, ვინც წვლილი შეიტანა ჩემს წინსვლაში.“
„17 წლის ვიყავი, როდესაც პროფესიონალური კარიერა დავიწყე, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. 32 წლის ასაკის შემდეგ კარიერის დასრულებაზე ეტაპობრივად უნდა იფიქრო და იპოვო მომენტი, როდესაც ამისთვის ყველაზე კარგი დრო დადგება. კარიერის დასრულება გარდაუვალია, მე ვფიქრობ, რომ ეს პროფესიონალიზმის კიდევ ერთი გამოვლინებაა, სწორედ შეარჩიო დრო, როდესაც უნდა წახვიდე.“
„საუდის არაბეთში მოსმენილი სტვენა? ამან კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ რასაც ვსაუბრობდი აბსოლუტურად სწორი იყო.“
- 12 თებერვალი 2024
- 1 355
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.