კიდევ ერთი შანსი ბრაჰიმ დიასს
მიუხედავად იმისა, რომ ბრაჰიმ დიასი მოედანზე საკმაოდ ხშირად ჩანს, მისი სათამაშო წუთები გაცილებით ჩამორჩება როდრიგოს, ბელინგემის, კროოსის, ვალვერდეს და სხვების მაჩვენებლებს...
დიასს ამ სეზონში სულ რაღაც 1200 წუთამდე აქვს ნათამაშები, მაგრამ ახლა საკმაოდ კარგ შანსს მიიღებს, რადგან ჯუდ ბელინგემი ტრავმირებულია.
კარლო ანჩელოტი აპირებს, რომ მომდევნო დაპირისპირებებში შანსი სწორედ ბრაჰიმს მისცეს.
ჯუდი ვერ ითამაშებს „ლაიფციგთან“, „რაიო ვალეკანოსთან“, „ვალენსიასთან“ და „სევილიასთან“, ეს კი დამატებითი შანსი იქნება ბრაჰიმისთვის, რომელსაც შეუძლია სათამაშო წუთების მხრივ არსებული სტატისტიკა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოს.
- 12 თებერვალი 2024
- 1 237
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.