ანჩელოტი:„ვინისიუსი მსოფლიოში საუკეთესოა“
კარლო ანჩელოტიმ „ჟირონას“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„ჩემთვის ვინისიუს ჟუნიორი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. ის, რასაც ბრაზილიელი მოედანზე აკეთებს უნდა დავაფასოთ.“
„ბელინგემმა ტერფის ტრავმა მიიღო. სამწუხაროდ, მან თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო, ახლა კი სამედიცინო შტაბს უნდა დაველოდოთ.“
„ჯუდის თამაში „ლაიფციგთან“? რთულად წარმოსადგენია, თუმცა დაველოდოთ, რა მოხდება ხვალ.“
„ნაჩო „ლაიფციგთან“ დაპირისპირებისთვის“ ხელმისაწვდომი იქნება.“
„რუდიგერს ახალი ტრავმა არ აქვს, უბრალოდ მან კიდევ ერთხელ გაიარა სრულფასოვანი სამედიცინო შემოწმება, რის შემდეგაც დადგინდა, რომ კიდევ სჭირდება დრო. ის რა თქმა უნდა, არ ითამაშებს „ლაიფციგის“ წინააღმდეგ.“
„გუნდი ყოველთვის უფრო მოტივირებული და კონცენტრირებულია, როდესაც მეტოქეს ძლიერი კოლექტივი წარმოადგენს.“
„ეს დიდი გამარჯვება იყო, რამაც ლა ლიგის ცხრილში კომფორტული სხვაობა შეგვიქმნა, მაგრამ ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის.“
„„ჟირონა“ შესანიშნავი გუნდია, ჩვენ უდიდესი წარმატებით გამოვედით ბერნაბეუზე.“
„დიახ, ბელინგემი თამაშის სტილით მართლაც ჰგავს ზიზუს, რომელსაც საოცარი ტექნიკური მონაცემები ჰქონდა.“
„დაცვაში პრობლემები გვქონდა. კარვახალმა და ჩუამენიმ მართლაც უბადლოდ ითამაშეს და გუნდის უკანა რგოლი სოლიდური გახადეს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ვასკესის და ფერლან მენდის როლი დაცვის კარგ თამაშში, ვინაიდან ისინი ცენტრალურ მცველებს ხშირად აზღვევდნენ.“
„თუ ბელინგემი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებს, ჩვენ გვაქვს შესაბამისი რესურსი და შემადგენლობას შევცვლით.“
„რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალს მოუთმენლად ველოდებოდით. „ლაიფციგი“ სერიოზული მეტოქეა, რომელიც საშინაო არენაზე ყოველთვის ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს, ამიტომ ძალიან რთულ მატჩს ველი, სადაც კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ.“
„მსოფლიოს 3 საუკეთესო ფეხბურთელი? ვინისიუსი, ბელინგემი და როდრიგო. შემდეგ კროოსი, ვალვერდე და კამავინგა.“
„კილიან მბაპე? ის სხვა გუნდის ფეხბურთელია, ამიტომ არ შევაფასებ. როგორც გითხარით, მე მყავს საოცარი ფეხბურთელები გუნდში.“
„კარვახალმა მითხრა, რომ დაცვის ცენტრის მარცხენა მხარეს ითამაშებდა, თუ მარჯვნივ, მნიშვნელობა არ ჰქონდა, სწორედ ამიტომ ჩუამენის ვკითხე, სად ერჩივნა თამაში, ფრანგმა კი მითხრა, რომ მარჯვნივ, სწორედ ამიტომ არჩევანი სურვილების მიხედვით გავაკეთე. დანი ძალიან გამოცდილია, მან „რეალში“ 400 თამაში ჩაატარა, მაგრამ დაცვის მარჯვენა ფლანგზე, სწორედ ამიტომ, ცენტრში მისი თამაში რა თქმა უნდა, დიდ გამოწვევას წარმოადგენდა.“
„ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ გუნდმა არსებული რესურსი სრულფასოვნად გამოიყენოს და საუკეთესო შედეგები დააფიქსიროს. დიახ, ტრავმები ჩვენი პრობლემაა, მაგრამ ამაზე არ უნდა ვიფიქროთ. ყოველთვის იმაზე უნდა კონცენტრირდე, რისი გამოყენებაც შეგიძლია.“
„გუნდი კარგად ვარჯიშობს და მოწოდების სიმაღლეზე დგას. მე კმაყოფილი ვარ, რადგან ყველა ფეხბურთელი ბოლომდე იხარჯება.“
- 11 თებერვალი 2024
- 25 268
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.