რა შემთხვევაში დაიმატებს „რეალი“ მიგელ გუტიერესს?

მადრიდული გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალი“ მიგელ გუტიერესს იმ შემთხვევაში დაიმატებს, თუ ფლორენტინო პერესის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე მადრიდისტა არ გახდება.

„ბლანკოსის“ უმთავრესი პრიორიტეტი ალფონსო დეივისია, მაგრამ თუ შეთანხმება არ შედგება, „რეალის“ ხელმძღვანელობა ალტერნატივაზე ბევრს არ იფიქრებს და გუტიერესს დაიმატებს.

შეგახსენებთ, სამეფო კლუბი „ჟირონას“ ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებების 50%-ს ფლობს და თუ მოთამაშის დაბრუნებას მოისურვებს, კატალონიური კლუბისთვის მხოლოდ 8 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

პერესს ორმაგი გათვლა აქვს. დეივისის ტრანსფერი 50 მილიონზე მეტი დაჯდება, გუტიერესის კი 8, თუმცა როდესაც მიგელი „ჟირონას“ დატოვებს, მსურველი კლუბი მასში მინიმუმ 30-35 მილიონ ევროს გადაიხდის, ნახევარი თანხის მიღებას კი „ბლანკოსი“ შეძლებს, რადგან როგორც უკვე აღინიშნა, სატრანსფერო უფლებების 50%-ს ფლობს. ყოველივე ზემოაღნშნული კი კანადელის ტრანსფერში დიდი თანხის ჩადებას შეუწყობს ხელს.

  • Bernabeu
  • 10 თებერვალი 2024
  • 595
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)