ტეო ერნანდესი:„„რეალის“ სიყვარულს გულში ვინახავ“
ტეო ერნანდესმა მადრიდის „რეალში“ ასპარეზობასა და მოგებულ ტიტულებზე ისაუბრა.
„მადრიდის „რეალს“ დღემდე გულში ვინახავ, ამ გუნდმა უდიდესი გამოცდილება მომცა და მადლიერი ვარ. როდესაც ჩემპონთა ლიგა მოვიგეთ, ძალიან ბედნიერი ვიყავი. მე წავედი და დიდი პროგრესი ვაჩვენე, მაგრამ ჩემს გულში ამ გუნდს უდიდესი ადგილი აქვს და ასე იქნება ყოველთვის.“
„კრიშტიანო რონალდუ ყველა ახალგაზრდისთვის დიდი მაგალითი იყო. არ ვფიქრობ, რომ ის მხოლოდ მოედანზე ამტკიცებდა საკუთარ კლასს. პორტუგალიელი ყოველთვისმ აცნობიერებდა, რამხელა მაგალითს წარმოადგენდა ახალგაზრდა თანაგუნდელებისთვის, მისი რჩევები ახლაც მახსოვს.“
„ედუარდო კამავინგა ყოველთვის დიდი ბრძოლისუნარიანობით გამოირჩეოდა, სწორედ ამიტომ არ გამკვირვებია, როდესაც „რეალში“ მარცხენა მცველის პოზიციაზეც იდეალურად ითამაშა. ის ძალიან დიდი ფეხბურთელია და თუ საჭიროება მოითხოვს, კარშიც ჩადგება.“
- 10 თებერვალი 2024
- 899
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.