ანჩელოტი:,,ჟირონა ჩემს გუნდთან ერთად საუკეთესოა"
„ჟირონასთან“ მატჩის წინ კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენცია გამართა.
„„ჟირონა“ შესანიშნავი გუნდია, რომელმაც ამ სეზონში საოცარი ფეხბურთი აჩვენა. „რეალთან“ ერთად მიჩელის გუნდი ლა ლიგაში საუკეთესოა და ამაზე უნდა შევთანხმდეთ. ჩვენ ველით ურთულეს დაპირისპირებას, სადაც 3 ქულის მოპოვებას უდიდესი მნიშვნელობა ექნება, თუმცა არა გადამწყვეტი, რადგან ლა ლიგა გრძელი ტურნირია და წინ კიდევ ბევრი დაპირისპირების გამართვა მოგვიწევს, სადაც წარმატების მიღწევა გვჭირდება.“
„ვინისიუსი თავს კარგად გრძნობს და მოედანზე გასვლაც შეუძლია. ბრაზილიელმა ვარჯიშზე სრული დატვირთვა მიიღო.“
„არ ვიცი, ითამაშებს თუ არა ანტონიო რუდიგერი. გერმანელმა ფეხბურთელმა დღეს სრულფასოვნად ივარჯიშა, მაგრამ ყველაფერი მის შეგრძნებებზე იქნება დამოკიდებული. საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ მივიღე, როდესაც სამედიცინო შტაბთან კონსულტაციას გავივლი.“
„ლურჯი ბარათი? არ ვიცი, რამდენად დაინერგება ეს წესი ფეხბურთში. ზოგადად ყოველწლიურად ყველაფერი რთულდება, რასაც არ მივესალმები. არ ვიცი გაამარტივებს თუ არა ლურჯი ბარათი საფეხბურთო წესებს.“
„თუ გავიმარჯვებთ, ლა ლიგის მოგებისკენ დიდ ნაბიჯს გადავდგამთ წინ, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, ეს ვერ იქნება გადამწყვეტი მატჩი, რადგან კიდევ ბევრი ტურია დარჩენილი.“
„კროოსის მომავალზე კვლავ არაფერია ცნობილი. გერმანელი გადაწყვეტილებას მიიღებს და ჩვენ შეგვატყობინებს. თუ გერმანელი კლუბიდან წავა, ჩვენ უდიდეს დანაკლისს მივიღებთ, მისი შემცვლელი მსოფლიოში არ მოიძებნება.“
„დაცვის ცენტრში მართლაც გვაქვს პრობლემები, რადგან ბევრი ფეხბურთელია ტრავმირებული, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ საუკეთესო გამოსავალი მოვძებნოთ. თუ რუდიგერი თამაშს შეძლებს, გაცილებით ნაკლები პრობლემა გვექნება, თუ ვერა, მაშინ ექსტრემალური სიტუაციის დაძლევა მოგვიწევს.“
„ამ თაობაში უფროს თაობას პატივისცემა აკლია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ კროოსმა მაინცდამაინც დედის განცხადება უნდა გაითვალისწინოს, მისი განახლება რა თქმა უნდა, სწორედ საკუთარ გადაწყვეტილებაზე უნდა იყოს დამოკიდებული და არა მშობლების.“
„„ჟირონას“ მიერ გამოფენილი ბანერი მადრიდში? ვფიქრობ, მათ ფული აქვთ, ეს სიამოვნება კი ძვირი დაუჯდებოდათ.“ (იცინის)(.
„დანი კარვახალი ცენტრალურ მცველად რამდენჯერმე გამოვცადეთ, ასეა ვარჯიშებზეც, ვინაიდან ჩვენ ექსტრემალური სიტუაცია გვაქვს.“
„კეპა და ლუნინი? არიზაბალაგა პირველ მეკარედ ითვლებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ტრავმა მიიღო და ლუნინმა შანსი გამოიყენა, არჩევანის გაკეთება საკმაოდ გართულდა.“
„მიგელ გუტიერესი? მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ზაფხულში მივიღებთ. ფაქტი ის არის, ესპანელმა ფეხბურთელმა „ჟირონას“ რიგებში დიდი პროგრესი აჩვენა და ყველას დაუმტკიცა, რომ ძალიან მაღალი დონის და კლასის ფეხბურთელია.“
„ნაჩომ დატვირთვის მიღება ვერ შეძლო, სწორედ ამიტომ სატრენაჟორო დარბაზში წავიდა და ვარჯიშებს იქ ასრულებდა, მისი გამოყენება არ შეგვეძლება.“
„როდრიგოს გოლების ნაკლებობა? ის ძალიან კარგად თამაშობს და გუნდს გამარჯვებებში ეხმარება. ბრაზილიელი ცოტა ხნის წინ საკმაოდ ბევრს იტანდა.“
„მბაპეს ტრავმა? არ ვიცი, რა მოუვიდა ფრანგ ფეხბურთელს, მე სამეფო თასის მატჩს ვუყურებდი. ინფორმაცია არ მაქვს.“
„როგორც გითხარით, ვინი კარგად არის და თამაშიც შეუძლია. ნაჩო კი საუკეთესო შემთხვევაში „ლაიფციგის“ წინააღმდეგ დაპირისპირებაში დაბრუნდება. სიტუაციას ორშაბათს შევაფასებთ.“
„ბერნაბეუზე შეკრებილი ქომაგების მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა ექნება. მატჩს დანაკლისით ვხვდებით, მაგრამ ქომაგებს ჩვენი დახმარება და სიცარიელების შევსება შეუძლიათ.“
- 9 თებერვალი 2024
- 1 786
- 2