საფეხბურთო წესებში სერიოზული ცვლილება შედის!
მაშ ასე, საფეხბურთო წესებში მნიშვნელოვანი ცვლილება შედის. საქმე ეხება ლურჯი ბარათის დანერგვას...
ლურჯი ბარათი იგეგმება, როგორც საცდელი ნაწილი, თუმცა ამისთვის წესდებების ცვლილება უკვე დაწყებულია.
ფეხბურთელი, რომელიც ლურჯ ბარათს მიიღებს 10 წუთით დატოვებს მოედანს.
პირველ ეტაპზე ლურჯი ბარათი არ იმოქმედებს უმაღლესი დონის ტურნირებზე და დაშვება მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც სიღრმისეული ანალიზი გაკეთდება.
კამათი მსაჯებთან, ცინიზმი, დაპირისპირება ფეხბურთელებთან, შეტევის ჩაშლა, რომელმაც არ უნდა გამოიწვიოს ყვითელი ბარათი - სწორედ ეს არის მიზეზები, რის გამოც ფეხბურთელი ლურჯ ბარათს მიიღებს.
ფეხბურთელი, რომელიც 2 ლურჯ ბარათს მიიღებს, მოედნიდან გააძევებენ.
ლურჯ ბარათთან ერთად ყვითელი ბარათი ავტომატურად ნიშნავს წითელ ბარათს.
Telegraph-ის ცნობით, ლურჯი ბარათის დატესტვა პირველ რიგში ინგლისის FA CUP-ზე მოხდება.
- 9 თებერვალი 2024
- 3 326
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.