ტებასი:„სუპერლიგა იგივეა, რაც ფლორენტინოლიგა“
ხავიერ ტებასმა ფლორენტინო პერესი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ სუპერლიგას მომავალი არ აქვს.
„ფლორენტინო პერესი არის ძალიან კარგი პრეზიდენტი, მაგრამ იქნება კარგი ტურნირის შემქმნელი, რადგან მას მიკერძოებული აზროვნება აქვს და მხოლოდ საკუთარ კლუბზე ფიქრობს. დღემდე ვერავინ გაიგო რატომ უნდა მიიღოს ყველაზე მეტი ფული „რეალმა“ და „ბარსელონამ“ ტურნირის დამფუძვნებლობის გამო.“
„სუპერლიგა არის იგივე ფლორენტინოლიგა, რომელსაც არანაირი პერსპექტივა არ აქვს. ეს პროექტი ვერ განხორციელდება, რადგან მხოლოდ ეკონომიკურ კეთილდღეობაზეა ორიენტირებული და არა შედარებით ნაკლებბიუჯეტიანი კლუბების განვითარებაზე.“
„ფლორენტინოს გავლენა ესპანეთსა და „რეალში“ დიდია, მაგრამ ევროპულ კლუბებს მისი ავტორიტეტი ნამდვილად არ აინტერესებთ.“
„ფორმატი, რომელიც სპორტის ღირებულებებს ეწინააღმდეგება, ვერ იქნება წარმატებული და ამაზე სპორტული საზოგადოება უკვე შეთანხმებულია.“
- 8 თებერვალი 2024
- 1 249
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.