„ჟირონასთან“ მატჩისთვის მზადება გრძელდება
სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა დღეს კიდევ ერთი ვარჯიში გამართეს.
პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ მწვანე მინდორზე დაუბრუნდა ვინისიუს ჟუნიორი, რომელმაც სრულფასოვანი დატვირთვა მიიღო და ლა ლიგის მომდევნო ტურში მაღალი ალბათობით ხელმისაწვდომი იქნება.
ივარჯიშა ანტონიო რუდიგერმაც, თუმცა მას ინდივიდუალური პროგრამა აქვს და სრულ დატვირთვას ჯერ-ჯერობით ვერ იღებს.
კარლო ანჩელოტიმ სესიაზე დიდი ყურადღება დაუთმო ბურთის ფლობის კომპონენტს, ტაქტიკურ მონახაზებს, პრესინგს, კარში დარტყმებს და მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს.
ხვალ „მერენგები“ ფინალურ შეკრებას ჩაატარებენ, შაბათს კი „ჟირონასთან“ გაარკვევენ უძლიერესის ვინაობას.
- 8 თებერვალი 2024
- 299
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.