ტონი კროოსმა მოლაპარაკებების კარი გახსნა
მას შემდეგ, რაც ტონი კროოსმა ტურინის „იუვენტუსისგან“ 2 წლიან კონტრაქტზე ოფიციალური წინადადება მიიღო, მადრიდულმა გამოცემებმა გერმანელთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია დაწერეს.
ტონის გადაწყვეტილება მიღებული აქვს, „რეალი“ მისი ბოლო კლუბია. მეტიც, კროოსი აპირებს, რომ კარიერის დასრულების შემდეგ საცხოვრებლად მადრიდში დარჩეს, ვინაიდან ძალიან მოსწონს იქაური კლიმატი, ცხოვრების დონე და ბიზნეს გარემო.
ამასთან ერთად, გერმანელმა მოლაპარაკებების კარი გახსნა და ძალიან მაღალი ალბათობით, სამეფო კლუბთან კიდევ 1 წლით გაახანგრძლივებს კონტრაქტს.
ფული და სხვა კლუბების შეთავაზებები ნახევარმცველისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
- 8 თებერვალი 2024
- 1 022
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.