კამავინგა:„ამის გაკეთების შემდეგ მივხვდი, რომ ბენზემა ნორმალური არ იყო“
ედუარდო კამავინგამ წარსულში განვითარებული მოვლენები გაიხსენა.
„ბენზემა არის ფეხბურთელი, რომელიც სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსიერებაში, როგორც ყველაზე მტკიცე ხასიათის მოთამაშე, რომლისთვისაც არც სტვენას, არც ზეწოლას და არც პრესაში გავრცელებულ ჭორებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.“
„სიმშვიდე და პროფესიონალიზმი, რომელიც მე მასში დავინახე საოცარი გახლდათ.“
„არასდროს მავიწყდება ჩემი პირველი სეზონი „ბლანკოსში“ და ბენზემას საოცარი ბენეფისი. როდესაც კარიმმა „სიტისთან“ მატჩში „პანენკა“ შეასრულა, მივხვდი, რომ ნორმალური არ იყო.“
- 8 თებერვალი 2024
- 3 540
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.