მიგელ გუტიერესით 6 გრანდი ინტერესდება
მიგელ გუტიერესი, რომლის სატრანსფერო უფლებების 50%-საც მადრიდის „რეალი“ ფლობს, მსოფლიო გრანდების ყურადღების ეპიცენტრშია, აქედან გამომდინარე, ფლორენტინო პერესმა გადაწყვეტილება დროულად უნდა მიიღოს.
მიგელის დამატებით მანჩესტერ „სიტი“, „ტოტენჰემი“, „ჩელსი“, „იუვენტუსი“, მიუნხენის „ბაიერნი“ და „არსენალი“ ინტერესდებიან. აღსანიშნავია, რომ „რეკორდმაისტერი“ გუტიერესს ალფონსო დეივისის შემცვლელად განიხილავს, რომელსაც „ბლანკოსში“ გადასვლას უწინასწარმეტყველებენ.
თუ ჟირონა გუტიერესს გაყიდის, თანხის 50%-ს ფლორენტინო პერესი მიიღებს, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ „რეალს“ მოთამაშის დამატება სულ რაღაც 8 მილიონ ევროდ შეუძლია, რაც მისი დონის ფეხბურთელისთვის მართლაც მინიმალური თანხაა.
- 8 თებერვალი 2024
- 707
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.