სუპერლიგის წინააღმდეგ ერთობლივი დეკლარაცია მზადდება
ესპანური და ბრიტანული გამოცემების ცნობით, ევროპის სუპერლიგის წინააღმდეგ ევროკავშირში შემავალი არაერთი ქვეყანა ერთობლივი დეკლარაციის მომზადებას გეგმავს.
როგორც ჩანს, ფლორენტინო პერესს და მის თანამოაზრეებს კიდევ ერთი ძალიან დიდი ბრძოლის გადატანა მოუწევთ.
სუპერლიგის წინააღმდეგ ძალიან დიდი ავტორიტეტისა ძალაუფლების მქონე პირები იბრძვიან, შესაბამისად, პროექტის დაწყება შესაძლოა კიდევ გადაიდოს.
ჯერ-ჯერობით უცნობია შინაარსი, დასაბუთება და მთავარი აზრი, რასაც არაერთი ქვეყანა წამოჭრის, თუმცა ფაქტია, რომ პრობლემების ახალი ტალღის დაწყება დროის საკითხია.
- 8 თებერვალი 2024
- 493
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.