შუსტერი:„მომდევნო 5 წელი „რეალი“ „ბარსელონაზე“ მაღლა იდგება“
ბერნდ შუსტერის აზრით, დაახლოებით 2030 წლამდე მადრიდის „რეალი“ „ბარსელონასთან“ ჰეგემონიას დაამყარებს...
„მაშინ, როდესაც მადრიდის „რეალში“ ჯერ კიდევ ზრდის პროცესში არიან ვინისიუს ჟუნიორი, როდრიგო, კამავინგა და სხვები, ასევე ფლორენტინო პერესი აპირებს კილიან მბაპეს დამატებას და სხვა ამბიციური ტრანსფერების გაჩარხვას, კატალონიის „ბარსელონა“ გუნდის ბირთვის შენარჩუნებასა და ახალგაზრდა ფეხბურთელების გაზრდაზე ფიქრობს.“
„ლაპორტას არ აქვს რესურსი და ვერ აკეთებს ტრანსფერებს, „ბლანკოსი“ კი 10-12 წლიან გეგმავს აყალიბებს. ფინანსური კრიზისი ბარსელონელებს ძალიან დიდ პრობლემებს უქმნის, რაც მაფიქრებინებს, რომ „მერენგები“ მომდევნო 5 წლის განმავლობაში „ბლაუგრანასთან“ ჰეგემონიას დაამყარებენ.“
„ვფიქრობ, ანჩელოტის გუნდს ბრწყინვალე შანსი აქვს იმისა, რომ 2030 წლამდე ესპანეთის მასშტაბით უამრავი ტიტულის მოგება შეძლოს.“
- 6 თებერვალი 2024
- 1 566
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.