მილიტაო თებერვლის ბოლოს მზად იქნება, მაგრამ არ ითამაშებს
მადრიდის „რეალის“ სამედიცინო შტაბი ედერ მილიტაოს აღდგენითი პროცესით მართლაც გაკვირვებულია, მაგრამ გარისკვას არ აპირებს...
ბრაზილიელი უკანახაზელი სულ რაღაც 4 კვირაში მზად იქნება სათამაშოდ, მაგრამ მოედანზე მარტის ბოლომდე არ გავა, ეს გადაწყვეტილება ეკუთვნის კარლო ანჩელოტის, ანტონიო პინტუსს და „ბლანკოსის“ სამედიცინო შტაბს.
რაც არ უნდა დიდი საჭიროება არსებობდეს, მილიმ სრულად უნდა გაიაროს აღდგენითი პროცესი. მისი კუნთის მასის ზრდა დაიწყო, ასევე შესანიშნავად სრულდება ყველა დავალება, რომელიც ექიმების მხრიდან მომდინარეობს, მაგრამ ფაქტია, რომ გარისკვა არავის სურს.
ტრავმა, რომელიც მილიტაოს 9 თვეში უნდა ემკურნალა, ფაქტობრივად 6 თვეში მიუახლოვდა დასასრულს, რაც ფეხბურთელის ძალიან ჯანმრთელი ორგანიზმის და შეუპოვარი ბრძოლის დამსახურებაა.
- 6 თებერვალი 2024
- 667
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.