ანჩელოტიმ სამშაბათი დასვენების დღედ გამოაცხადა
მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა გუშინდელი მომქანცველი მატჩის შემდეგ დღეს ივარჯიშეს, გუნდი ხვალ აღარ შეიკრიბება...
როგორც ჩანს, კარლო ანჩელოტის ფეხბურთელების ფიზიკური მდგომარეობა არ მოეწონა, სწორედ ამიტომ, ხვალინდელი დღე დასვენებას მიეძღვნება, „ჟირონასთან“ მატჩისთვის მზადება კი ოთხშაბათიდან განახლდება.
„ბლანკოსს“ კიდევ 3 სესია ექნება იმისთვის, რომ ლა ლიგის ძალიან მნიშვნელოვანი დაპირისპირებისთვის სათანადოდ მოემზადოს.
- 5 თებერვალი 2024
- 616
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.