სიმეონე:,,საერთო ჯამში ფრე ლოგიკური შედეგია"
ჩოლო სიმეონემ მადრიდული დერბის შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„ეს არის „ატლეტიკოს“ ხასიათი. გუნდი ბოლო წამამდე იბრძვის და არასდროს ნებდება. ვიცოდით, რომ წაგება ძალიან მძიმე შედეგს მოგვიტანდა, სწორედ ამიტომ ბოლომდე ვიბრძოლეთ.“
„ჩვენ პენალტი არ დაგვინიშნეს, „რეალთან“ წაგებას კი არ ვიმსახურებდით, სწორედ ამიტომ მივიჩნევ, რომ ფრე ყველა ლოგიკური შედეგია.“
„სანტიაგო ბერნაბეუზე თამაში არასდროს არის მარტივი, მაგრამ მადლობას ვუხდი ჩემი გუნდის ყველა ფეხბურთელს. ეს იყო დიდი ბრძოლა, რომელიც არ წავაგეთ.“
„სატურნირო ცხრილში სიტუაცია გაგვირთულდა, მაგრამ ბრძოლა გრძელდება. წაგების შემთხვევაში „რეალთან“ ჩამორჩენა 13 ქულა იქნებოდა, ახლა კი სხვა სიტუაციაა.“
- 5 თებერვალი 2024
- 3 721
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.