ანჩელოტი:,,გამარჯვებას ვიმსახურებდით"
კარლო ანჩელოტიმ „ატლეტიკოსთან“ ვერმოგებული დაპირისპირების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„თამაშს ვაკონტროლებდით და ხშირ შემთხვევაში გოლის გატანასთანაც ახლოს ვიყავით. ვფიქრობ, რომ გამარჯვება შეგვეძლო და დაკარგული ქულები ძალიან დასანანია. ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს და იმედი მაქვს „ჟირონასთან“ სხვაობას სულ რამდენიმე დღეში გავზრდით, როდესაც სწორედ ამ გუნდს დავუპირისპირდებით. ფეხბურთელების გარჯით და გამარჯვების ჟინით კმაყოფილი ვარ.“
„პენალტი? ამაზე საუბარი არ მსურს, რადგან ჩავლილი მომენტია. ფაქტი ის არის, რომ ტაბლოზე 1-1 დაფიქსირდა და აქ აღარაფერი შეიცვლება.“
„ვინისიუსი სასტარტო შემადგენლობაში განიხილებოდა, მაგრამ გახურების დროს ვითარება შეიცვალა. არჩევანი ბრაჰიმსა და ხოსელუზე უნდა გამეკეთებინა. ჩავთვალე, რომ დაცვით კომპონენტში დიასი უფრო გამომადგებოდა, სწორედ ამიტომ ხოსელუ სკამზე დავტოვე და მეორე ტაიმში ვათამაშე, ბრაჰიმმა კი შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. ის ძალიან ბევრს მოძრაობდა და მოედნის ყველა წერტილში ქმნიდა განსხვავებებს.“
„კამავინგამ დარტყმა მიიღო, მაგრამ ზუსტად არ ვიცი, რამდენად სერიოზულად გვაქვს საქმე. იმედი მაქვს, ფრანგი მოედანზე მალე გავა, იგივეს თქმა შემიძლია რუდიგერზე. გერმანელი „ჟირონასთან“ დაპირისპირებაში ძალიან დაგვჭირდება.“
„კარვახალი დაცვის ცენტრში ეფექტური იყო, თუმცა მას არ აქვს სიმაღლე, რასაც „ატლეტიკო“ სათავისოდ იყენებდა. დანის ინდივიდუალურ დონეზე არცერთი შეცდომა არ დაუშვია.“
„სიმეონეს პრეტენზიები? მატჩის შემდეგ ის მოვიდა და მითხრა, რომ ფრე ნაკლებად არის სამართლიანი შედეგი. მე მას ვეთანხმები, თუმცა ვთვლი, რომ„ რეალს“ უნდა მოეგო და არა ჩოლოს გუნდს.“
„როდესაც გყავს ერთგულებით სავსე გუნდი, წარმატების მიღწევაზე ბევრად კარგად ორიენტირდები.“
„ნაჩომ ბოლომდე იბრძოლა, მეორე სართულზე არაერთხელ იმარჯვა, თუმცა „ატლეტიკოს“ წინ განსაკუთრებულად მაღალი ფეხბურთელები ჰყავდა და ამ სიტუაციას იყენებდა.“
„ლუნინის თამაში აუცილებლად გამოსაყოფია. უკრაინელი კიპერი არნახულ პროგრესს აჩვენებს, რაც ძალიან მახარებს.“
„ჩუამენი დაბრუნდება, მისი მოედანზე ყოფნა მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებ, „ჟირონასთან“ გაცილებით დიდი არჩევანი მექნება.“
- 5 თებერვალი 2024
- 2 219
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.