კარვახალის მე-400 და სიმბოლური საჩუქარი პერესისგან
დანიელ კარვახალმა მადრიდის „რეალში“ მე-400 დაპირისპირება ჩაატარა...
ესპანელმა ფეხბურთელმა დერბის დასრულების შემდეგ ფლორენტინო პერესისგან სიმბოლური, 400 ნომრიანი საჩუქარი მიიღო. აღსანიშნავია, რომ 400 მატჩიდან ესპანელმა განაპირა მცველმა 272 მოიგო.
რაც შეეხება მატჩების განაწილებას, დანის ანგარიშზე ლა ლიგაში 268 დაპირისპირებაა. 83 ჩემპიონთა ლიგაზე, 25 სამეფო თასზე, 8 მსოფლიო საკლუბო მუნდიალზე, 11 ესპანეთის სუპერთასზე და 5 ევროპის სუპერთასზე.
ჩატარებული მატჩების მხრივ საუკეთესო სეზონი კარვახალმა 2013/14 და 2022/23 წლების სეზონში დააფიქსირა, როდესაც მოედანზე 45-ჯერ გავიდა.
ფლორენტინო პერესმა „ატლეტიკოსთან“ მატჩის შემდეგ გუნდის ერთ-ერთ ლეგენდას სიმბოლური მაისური საზეიმო ვითარებაში გადასცა.
- 5 თებერვალი 2024
- 337
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.