ანჩელოტი:„„ატლეტიკოსთან“ მოგებას დიდი მნიშვნელობა ექნება“
კარლო ანჩელოტიმ „ატლეტიკოსთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...
„ვფიქრობ, სანახაობრივი მატჩი იქნება. ამ სეზონში სხვადასხვა ტურნირზე არაერთხელ შევხვდით ერთმანეთს და ყოველთვის მძიმე ბრძოლა დაფიქსირდა. ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ მოსაგებად და აქტივში 3 ქულის ჩასაწერად.“
„„ატლეტიკო“, „ბარსელონა“ და ასეთი გუნდები ყოველთვის განსაკუთრებულ ინტენსივობას და ინდივიდუალიზმს გვთავაზობენ, ჩვენ ვიცით მათთან თამაში და ტემპი, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ. აღსანიშნავია ბერნაბეუს ფაქტორი, ჩვენს არენაზე დაბრუნება მნიშვნელოვანია და მეტ ძალას მოგვცემს.“
„რუდიგერი განაცხადში იქნება, მაგრამ ითამაშებს თუ არა არ ვიცი. სამედიცინო შტაბთან კონსულტაციები აუცილებლად მექნება.“
„ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაში შეუძლიათ კარვახალს, მენდის და კამავინგას. ჩუამენი სამწუხაროდ არ გვყავს. მე ვფიქრობ, რომ ალტერნატიული ვარიანტის მოძიება არ გაგვიჭირდება.“
„ეს არ არის გადამწყვეტი მომენტი, მაგრამ არის მნიშვნელოვანი მომენტი. მე მივიჩნევ, რომ 3 ქულის მოპოვება ჩვენს მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.“
„დიეგო სიმეონეს შესანიშნავად შეუძლია თამაშის წაკითხვა, მასთან შერკინება ყოველთვის ძალიან რთულია, მაგრამ მჯერა წარმატების.“
„კროოსს განსაკუთრებული შესაძლებლობები, როგორც დაცვითი ფუნქციების შესრულებისას, ასევე შეტევების ორგანიზების დროს. გერმანელზე ძალიან დიდი გათვლების გაკეთება შეიძლება.“
„ლუკა მოდრიჩი შესანიშნავი პროფესიონალია, ყოველთვის მიჭირს მისი სათადარიგო სკამზე დატოვება, მაგრამ ხანდახან რთული გადაწყვეტილების მიღება გარდაუვალია.“
„ჩუამენის ყვითელმა ბარათმა გუნდის დაცვით პოტენციალს მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა, მაგრამ ეს სიტუაცია მალე გამოსწორდება.“
„ჩავის განცხადებებს ვერ ვუპასუხებ, მე ვარ პროფესიონალი და პატივს ვცემ ინსტიტუციებს.“
- 4 თებერვალი 2024
- 1 128
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.