ოფიციალურად - „რეალმა“ მეგა შეთანხმება გააფორმა!
მადრიდის „რეალმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ კლუბის მხრიდან მეგა შეთანხმება გაფორმდა.
HP სამეფო კლუბის ოფიციალური პარტნიორი გახდა. შეთანხმება წლიურად 70 მილიონი ევროს შემოსავალს მოიცავს, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული კომპანია „ბლანკოსის“ ერთ-ერთი მთავარი სპონსორი ხდება.
ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ღონისძიებას ესწრებოდნენ ნაჩო ფერნანდესი და ლუკა მოდრიჩი, HP-ს მხრიდან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა კომპანიის მარკეტინგისა და კორპორატიულ საქმეთა გლობალურმა დირექტორმა.
HP ხელს შეუწყობს სანტიაგო ბერნაბეუზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებს და უფრო სწრაფს გახდის ციფრულ ტრანსფორმაციას.
- 2 თებერვალი 2024
- 3 017
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.